გასული ღამის განმვლობაში დონეცკში 48 სეპარატისტი დაიღუპა, 22 კი მძიმედ დაშავდა
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გასული ღამის განმავლობაში საომარი მოქმედებების შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა, 22 კი მძიმედ დაშავდა, ყველა მათგანი სეპარატისტია. ინფორმაციას ამის შესახებ დონცეკში არსებული უკრაინული სამხედრო ბატალიონის პრესცენტრი ავრცელებს. მათი განცხადებით, მომხდარი ფაქტი უკრაინის აღმოსავლეთში მდგომარეობის დესტაბილიზაციას და ომის ხელახალ პროვოცირებას ისახავს მიზნად. პასუხისმგებლობას უკრიანული მხარე დამოუკიდებლად მოქმედ სეპარატისტების ჯგუფს “DND”სა და “LNR”- ს აკისრებს.