ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა – Back to home? გაიმართება

8 თებერვალს, 19:00 სთ-ზე გალერეა „არტარეაში“ ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა – Back to home? გაიმართება.
ტატო ახალკაციშვილი დაიბადა 1979 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 2003 წლიდან მისი ნამუშევრები გამოფენილა არაერთ ჯგუფურ გამოფენაზე თუ არტბაზრობაზე ბერლინში, ლონდონში, ნიუ- იორკში და სხვა ქალაქებში. 2007 და 2008 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენები სენდაიში და ტოკიოში. ტატოს შემოქმედებითი ტექნიკა მოიცავს, როგორც ფერწერას, ისე სხვადასხვა მედიის ერთობლიობას.
გამოფენაზე Back to home? წარმოდგენილი იქნება ფერწერა და აპლიკაციები თემაზე ბავშვობა, როგორც ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები