ქართველი ქალბატონის ჰოლანდიური ცხოვრება, ანუ რა პირადული შეკითხვა დაუსვა ნიდერლანდების დედოფალმა ქართველ სტუდენტს

 თიკა სვანიძე-ვენკო, – პირველი ჰოლანდიურქართული კომპანიათიკატურს ჯეორჯიასდამაარსებელი. ეს იყო პირველი ქართული კომპანია, რომელიც ჰოლანდიის საელჩოში დარეგისტრირდა. ეს არა მარტო ბიზნესი, არამ მისი ცხოვრების არსიცაა, იგი საქართველოსა და ქართულ კულტურას უცხოეთში აქტიურ პოპულარიზაციას უწევს და ამ მიზნით იქ ბუკლეტიც გამოუშვა. ესაა ერთადერთი უცხოელი, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოს დედოფალმა ბეატრის ორანჯემ ინტიმური ხასიათის შეკითხვა დაუსვა

 – ქალბატონო თიკა, თუ გახსოვთ, რა იგრძენით, როცა საქართველოდან მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე კომფორტულ ქვეყანაში შვეიცარიაში პირველად მოხვდით?
 – როდესაც შვეიცარიაში პირველად ვიმოგზაურე, თავი საქართველოში მეგონა: თვალწინ გადამეშალა საქართველოს ულამაზესი ბუნება, მთები, მდინარეები და ყვავილები, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ საქართველო გაცილებით მიმზიდველი იყო კულტურით, უნიკალური ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით, ერთადერთი, რაც შვეიცარიაში თვალში მომხვდა,  საქართველოსგან განსხვავებით, სისუფთავე და წესრიგი იყო.
თქვენი აზრით, ასეთ კომფორტულ სამყაროში ქართველისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი რა არის?
– პირადად, ჩემთვის და, ალბათ, ყველა ქართველი ემიგრანტისთვის, ყველაზე დიდი დისკომფორტი ნოსტალგიაა. რა თქმა უნდა, კომფორტულ და მოწესრიგებულ ქვეყანაში ცხოვრება სასიამოვნოა, მაგრამ ეს დროებითია. სულის მასაზრდოებელი ჩემთვის მაინც სამშობლო, ახლობლები, ქვეყნის კულტურა და ტრადიციებია, რომელთა გარეშეც ყოფნა წუთიც კი არ შემიძლია.
თქვენ საქართველოს ძალიან აქტიურად უწევთ პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყში, რა არის ის მთავარი წინადადება ან ფრაზა, რითიც უცხოელებთან საქართველოზე საუბარს იწყებთ?
– ძალიან მომეწონა ეს კითხვა და ამ თემაზე საუბარიც დაუღალავად შემიძლია. საქართველოს პოპულარიზაციას, ჰოლანდიაში ცხოვრების დროს, ჯერ კიდევ 2000 წლიდან შევუდექი. გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტობის პერიოდში მუშაობა ერთ-ერთ წამყვან ჰოლანდიურ ტურისტულ კომპანიაში დავიწყე, სადაც ჩემს მოვალეობაში რუსეთის, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების “გაპიარება“ შედიოდა, ამასთანავე – ტურების მომზადება და გაყიდვა ჰოლანდიის ტურისტულ ბაზარზე, ზაფხულობით კი ჰოლანდიური ტურისტული ჯგუფების ამ ქვეყნებში წაყვანა მიხდებოდა. ჩემს მოვალეობაში აზიისა და ბალტიის ქვეყნების რეკლამირება შედიოდა. როდესაც ტურისტებთან ერთად რუსეთში ვმოგზაურობდი და რუსეთის კულტურასა და ისტორიაზე ვსაუბრობდი, ჩემდა უნებურად, საქართველოს (როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის) ისტორიისა და ღირშესანიშნაობების მოყოლაზე გადავდიოდი. ტურის დამთავრების ბოლოს სტუმრები ისეთი აღფთროვანებულები რჩებოდნენ საქართველოთი, რომ მეკითხებოდნენ, თუ როგორ შეეძლოთ საქართველოში მოგზაურობა.
1579743_691300974234401_716190081_n და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ თქვენი ტურისტული კომპანიის დაარსება?
– დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩემში პირველი “თიკა-ტურის“ დაფუძნების მიზეზი, რომელიც სულ ორიოდე წელში ამსტერდამში გაიხსნა. პირველივე წელს ის 300 ჰოლანდიელი ტურისტი, რომელიც “თიკა-ტურმა“ ჯერ კიდევ 2002 წელს საქართველოში ჩამოიყვანა, იმ ტურისტების ნაწილს შეადგენდა, რომლებმაც ჩემთან ერთად რუსეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იმოგზაურა. ამ ჯგუფების მასპინძელი საქართველოში “თიკა-ტურის“ მეორე შვილობილი კომპანია “თიკა-ტურს ჯეორჯია“ გახლდათ, რომელიც მალევე, 2002 წლს საქართველოშიც გაიხსნა. ეს იყო პირველი ჰოლანდიურ – ქართული კომპანია, რომელიც  გახსნისთავე თბილისში ჰოლანდიის საელჩოში დარეგისტრირდა.
როგორ იწყებთ საქართველოზე საუბარს?
– როდესაც საქართველოზე ვიწყებ საუბარს, ჩემი პირველი სიტყვებია: “უნიკალური საქართველო“. ეს შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ სახელით ვუწევ საქართველოს პოპულარიზაციას ყველა ქვეყანაში. ჩემი კომპანიის პირველი ბუკლეტიც ჰოლანდიაში სწორედ ამ სახელით დაიბეჭდა. 4 კონტინენტზე და 4 ყველაზე პოპულარულ ქალაქში ცხოვრების შემდეგ (თუ არ ჩავთვლით ჩემს ინტენსიურ მოგზაურობებს აზიაში, ამერიკასა თუ ევროპაში) თავისუფლად შემიძლია ვუწოდო საქართველოს უნიკალური და ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, რომელიც იქ მოგზაურობის მერე უზომოდ შეგიყვარდება თავისი კულტურით, ულამაზესი ბუნებით, უნიკალური ტრადიციებით, უტკბილესი ხალხითა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით. საქართველოს შესახებ უცხოელს იმასაც ვეუბნები, რომ ეს პირველი ევროპული ქვეყანაა, მზიასა და ზეზვაზე ვუყვები, კიდევ ღვინის სამშობლო რომ ვართ, ამას ვუხსნი.

1608392_691302094234289_1804097813_n
ქალბატონო თიკა, საქართველოს სიყვარული, ამბობენ, გადამდებიაო,  და ამით თქვენი მეუღლეც დააავადეთ, არა?
– პირველად ჩემი მეუღლე (იგი ამერიკელია) რომ გავიცანი, დიდი აღფრთოვანებით ვუყვებოდი საქართველოს უნიკალურობაზე, იმაზე, რომ მხოლოდ საქართველოში იყო ყველაზე ტკბილი ხილი და ყველაზე გემრიელი ბოსტნეული. მხოლოდ საქართველოში შეგიძლია შეეგრძნო ის განსაკუთრებული სითბო და სიყვარული, რომელსაც ქართველი ხალხი სტუმრისადმი გამოხატავს. თავიდან მეუღლე მეუბნებოდა, რომ საქართველოზე ჩემი შეხედულებები ემიგრანტის ოცნებას წარმოადგენდა, მაგრამ საქართველოში მისი პირველივე ვიზიტის მერე თავად აღიარა, რომ ჩვენს ქვეყანაზე გამოთქმული ყველა შთაბეჭდილება  ემიგრანტის ოცნება კი არა, სრული სიმართლე იყო. მოკლედ, მას უზომოდ შეუყვარდა საქართველო და შემთხვევითი არ იყო ის, რომ ჯვრისწერა მხოლოდ ჯვრის მონასტერში ისურვა. თქვა, რომ ჩვენს მომავალ შვილებს მხოლოდ ქართული სახელები უნდა ერქვათ, რადგან ქართული სახელის უნიკალურობა მათ საშუალებას მისცემთ ქართველ დედასა და საქართველოზე ისაუბრონ. ამ სიტყვების შემდეგ ჩემი მეუღლე უფრო დავაფასე.
ქალბატონო თიკა, უფრო ახლოს გაგვაცანით თქვენი ქართულამერიკულ ოჯახი
– ოჯახი ჩემთვის დაუშრეტელი ენერგიის წყაროა როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ჩემს საქმიანობაშიც. მეუღლე ამერიკელი რობერტ მიქაელ ვანჩკო ჩემი ოცნების მამაკაცია. ჩვენი ისტორია 2002 წელს ჰოლანდიაში შეხვედრით დაიწყო. ცოლად 2003 წელს გავყევი. დაუვიწყარი ქორწილი გვქონდა, საცხოვრებლად სინგაპურში გადაევდით. ჩვენ გვყავს 3 ძალიან საყვარელი ვაჟკაცი: გიორგი – 9 წლის, ლევანი – 8 წლის და 7 წლის თემური. ისინი უცხოეთში დაიბადნენ და გაიზრდებიან, მაგრამ სამივეს თავი ქართველად მიაჩნია, იმიტომ რომ ქართული სულისკვეთებით იზრდებიან, ქართულად კარგად ლაპარაკობენ, კითხულობენ და წერენ. როგორც მეუღლეს, ასევე – ბავშვებს უყვართ ქართული ხალხური სიმღერები და კარგადაც მღერიან. ცეკვის შესწავლა კი ბავშვობის ასაკში დავაწყებინე.
1616642_691301377567694_1336714759_nსინგაპური ძალიან მიყვარს და იქ გატარებული 5 წელი სასიამოვნოდ მახსენდება. იქ ტროპიკული ჰავაა და, ჩემს მზიან და თბილ საქართველოს მიჩვეული, იქ თავს კარგად ვგრძნობდი. სითბო და მზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა შვეიცარიის თოვლი და ალპებში სრიალიც ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება… გარდა თბილი კლიმატისა, ეს ქვეყანა წესრიგითა და სისუფთავით გამოირჩევა. ქვეყანაში კანონი კანონობს და მოქალაქე კი ამ კანონს ემორჩილება. აქედან გამომდინარე, კრიმინალი ცოტაა, ქვეყანა აყვავებულია და ხალხი ბედნიერი.

როცა პარალელს ავლებთ უცხო ერსა და ქართველებს შორის, რაიმე სურვილი, ნატვრა ხომ არ გიჩნდებათ?
– როცა პარალელს ვავლებ, ვნატრობ, რომ ქართველი ხალხიც, როგორც სინგაპურელები და შვეიცარელები, ასევე ემორჩილებოდეს კანონს, სისუფთავესა და წესრიგს. ამ ორი ქვეყნის მაგალითზე რომ ცხოვრობდეს , ახლა საქართველოც მათსავით აყვავებული იქნებოდა. სინგაპურში გატარებული 5 წელი ჩემი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი წლებია კიდევ იმიტომ, რომ სწორედ იქ ცხოვრების პერიოდში მომიწია საქართველოს პოპულარიზაცია აზიის ბაზარზე. 2006 წელს “თიკა-ტური“პირველ ქართულ ტურისტულ კომპანიად აღიარეს, რომელმაც პირველმა შემოიყვანა სინგაპურელი, მალაიზიელი და ინდონეზიელი ტურისტები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, რის შედეგადაც 2006 წელს ჩვენი კომპანია დაჯილდოვდა. ამის შემდეგ  მეუღლე დააწინაურეს და ჩვენი საინტერესო და სათავგადასავლო ცხოვრება 2008 წლის ზაფხულში ჩიკაგოში გაგრძელდა.

1608443_691301174234381_811903063_nანუ ამის შემდეგ იწყება თქვენი ცხოვრების .. ამერიკული პერიოდი?
– ჯერ იმას გეტყვით, რომ  ტროპიკული სინგაპურის შემდეგ ცივ ჩიკაგოსთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. აზიურ სამზარეულოს მიჩვეული ,,მაკდონალდი“ თვალში არ მომდიოდა. ყოველდღიურად სამი პატარა ბავშვის შემხედვარე, ყოველგვარი დახმარების გარეშე ცხოვრება ადვილი არ იყო. საქართველოსა და ჩემს ოჯახთან (მშობლებთან, ძმასთან და მის ოჯახთან) სიშორე და 10 საათის განსხვავება სულიერად მიმძიმებდა. ამ ყველაფერს დაერთო 2008 წლის ტრაგედია, საქართველოსა და რუსეთის ომი, რასაც მოჰყვა საქართველოს ტურიზმის განადგურება და ჩემი ბიზნესის 3-4 წლით ჩავარდნა. ეს კომპანია ჩემი პირველი შვილია, რომელიც ჩემ მიერ არის შექმნილი და ჩემს სულის საზრდოს წარმოადგენდს, მხოლოდ მისი მეშვეობით შემიძლია შევიმსუბუქო ჩემი სამშობლოს ნოსტალგია, ვინაიდან მისი მეშვეობით განუწყვეტლივ საქართველოზე ფიქრში ვარ და მხოლოდ მისი მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტში ვარ ჩემს სამშობლოსთან, – რაც მხოლოდ ჩემს ერთადერთ დარდს წარმოადგენს. პრეზენტაზიები, ტურების შედგენა, ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრები და კომპერენციები, მსოფლიოს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა, საქართველოში მოგზაურობა, დაუღალავი შრომა და საქართველოში, რაც შეიძლება, ბევრი ტურისტის შემოყვანა, ჩემთვის ნოსტალგიის შემსუბუქებისა და ბედნიერების ერთადერთი გზაა.

 – გაიხსენეთ საინტერესო ამბები, რაც უცხოეთში თავს გადაგხდათ?
– ერთხელ, სტუდენტობის პერიოდში, ერთი კვირით  თანაკურსელთან ერთად, ბარსელონაში დასასვენებლად ჩასვლა გადავწყვიტე. ამსტერდამის მიმართულებით მატარებელში დიდი ჩემოდნით ავედი. დიდ ჩემოდანს ვერაფერი მოვუხერხე და ბოლოს ოთხი სკამი დავიკავე. მივლინებიდან ახალჩამოსულს და ძალიან გადაღლილს ათ წუთში ჩამეძინა. ნახევარ საათში ერთი მამაკაცი ამოვიდა მატარებელში, რომელმაც ჩემთან დაჯდომა მოისურვა, მაგრამ ვერ მოახერხა, ვინაიდან ჩემოდნით ოთხივე სკამი დაკავებული იყო და ჩემს გვერდით სკამზე მოპირდაპირე მხარეს მოკალათდა. ცოტა ხანში ბოლო გაჩერების გამოცხადებამ გამომაღვიძა და თვალის გახელისთანავე დავინახე საოცრად სიმპათიური და კეთილად მომღიმარე ახალგაზრდა ჯენტმენი, რომელმაც ღრმად ამოისუნთქა და პირველი კითხვა დამისვა: დასასვენებლად კულტურულ ტურში იყავით? გულში გავიფიქრე, რომ ჩემი სამსახურის სტიკერი ჩემს ჩემოდანზე იყო დაკრული და ალბათ ეს შეუთვალიერებია- მეთქი, პირველს, მეორე კითხვაც სასწრაფოდ მოაყოლა: თუ რომელ ქვეყნებში დამყავდა ტურისტები. მე ვუპასუხე: რუსეთში, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებში. მან სხარტად მითხრა, რომ სწორედ სულ ორი კვირის წინ იყო მოსკოვსა და პეტერბურგში და სწორედ ის ღირშესანიშნაობები ჩამომითვალა, სადაც ჩემი ჰოლანდიელი ტურისტები დამყავდა. ამის შემდეგ მკითხა: თუ რომელი ქვეყნიდან ვიყავი… რა თქმა უნდა, ამაყად ვუპასუხე: საქართველოდან- მეთქი, მან მიპასუხა, რომ 6 თვის წინ სასომხეთსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა და საქართველოში სტუმრობაც ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ, სამწუხაროდ, საზღვარზე უვიზოდ არ შემოუშვეს, გულდაწყვეტით მიპასუხა: სამწუხაროდ, თქვენმა ლამაზმა ქვეყანამ იქ სტუმრობის საშუალება არ მომცაო, და მაშინვე გაიღვიძა ჩემში ბიზნესმენმა, ვიფიქრე, ერთი ტურისტი კიდევ დამემატა ჯგუფში-მეთქი და  ჩემს ჯგუფთან ერთად საქართველოში მოგზაურობა შევთავაზე, რამაც ძალიან გაახარა და დიდი სიხარულით დამიდასტურა, რომ ჯგუფს შეუერთდებოდა. ამ დროს გავიფიქრე, 8 წელიწადი ჰოლანდიაში ვცხოვრობ და ასეთი საინტერესო ჰოლანდიელი ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია – მეთქი… ეს ფაქტი ჩემთვის საინტერესო იყო, ვინაიდან მისი დანახვისთანავე და 15- წუთიანი საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ოცნების მამაკაცს შვხვდი და მას ცოლობაზე არასოდეს ვეტყოდი უარს. მოგვიანებით მითხრა, რომ მასაც იგივე გრძნობა გაუჩნდა.

1579937_691300840901081_1210662433_n ქალბატონო თიკა, ვიცი, რომ პეტერბურგში ნიდერლანდების სამეფოს დედოფალს შეხვდით?
-1999 წელს პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა ნიდერლანდების სამეფოს დედოფალი ბეატრის ორანჯე ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია რუსეთს. მისი აღმატებულება ჯერ მოსკოვს ეწვია, მერე პეტერბურგს. მისი ვიზიტი პეტერბურგში  ერმიტაჟში ახალი დარბაზების გახსნას უკავშირდებოდა, რომელიც განკუთვნილი იყო თანამედროვე ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრებისთვის. ამ ცერემონიის მერე მისთვის დაგეგმილი იყო კლასიკური კონცერტი და ვახშამი. მე როგორც ჰოლანდიელი სტუდენტი, პეტერბურგის ჰოლანიის საელჩოში ვიყავი დარეგისტრირებული და ყველა ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი. ჰოლანდიის ელჩმა მე და რამდენიმე სტუდენტი ჩაგვაყენა საქმის კურსში, რომ დედოფალ ბეატრისს ვახშმის დროს ჩვენთან გასაუბრება უნდოდა. სამწუხაროდ არავინ არ იცოდა, თუ რა კითხვებს დაგვისვამდა დედოფალი, ამიტომ სრულ მზადყოფნაში ვიყავით. სულმოუთქმენლად ველოდი დედოფალთან შეხვედრას და ეს ენით უწერელი ბედნიერი დღე არასოდეს დამავიწყდება. დედოფალმა სულ სამი კითხვა დამისვა: პირველი: თუ რომელი ქვეყნიდან ვარ და რაზე ვსწავლობ? მეორე: თუ რა იყო ჩემი სამომავლო გეგმები უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ? – ამ კითხვაზე ვუპასუხე: თქვენ – ჰოლანდიელები თქვენს სამშობლოს მამასამშობლოს უწოდებთ, ჩვენ ქართველები კი, – დედასამშობლო -მეთქი და ჩემი სურვილია, გავაკეთო ისეთი რამ, რომ გამოვადგე როგორც მამასამშობლოს, ასევე დედასამშობლოს-მეთქი და ეს პასუხი დედოფალს ისე ესიამოვნა, რომ აღტაცებით მიპასუხა: – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიდერლანდებშიო. მესამე კითხვა კი ძალიან პირადული იყო: მყავდა თუ არა ჰოლანდიელი ბიჭი-მეგობარი, ანუ ბოი -ფრენდი? რამაც ხალხში აღფრთოვანება გამოიწვია და, როგორც მერე მითხრეს, ეს კითხვა დედოფალს არასოდეს არავისთვის დაუსვამს,- ნამდვილად სარძლოდ მოეწონეო…

1608523_691301084234390_619493020_n ბავშვობიდან განსაკუთრებით გიყვართ საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა.გაიხსენეთ, რომელი დაბადების დღე დაგამახსოვრდათ უცხოეთში?
– დაბადების დღე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დღეა მთელი წლის განმავლობაში. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ღმერთის საჩუქარია და ყოველთვის ვცდილობ, განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ ავღნიშნო ისე, რომ არასოდეს დამავიწყდეს. მე და ჩემს ძმას ამ დღეს ბავშვობიდან ჩემი მშობლები განსაკუთრებულად გვიხდიდნენ. დაბადების დღე არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ჩემი მეგობრის, ახლობლის საყვარელი დღე იყო, ვინაიდან ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავდით: დილამდე ვმღეროდით, ვცეკვავდით, სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვუკრავდით, ვბაასობდით და თავზე ისე გვათენდობოდა, ვერ ვიგებდით… ეს ტრადიცია ასევე გაგრძელდა ჩემს ცხოვრებაში საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო – დაბადების დღესთან დაკავშირებით ჰოლანდიაში ყოფნისას. ჰოლანდიაში ჩასვლისას ბევრი ჰოლადნიელი მეგობარი შევიძინე, რომლებსაც ძალიან შევუყვარდი, მალევე მივხვდნენ, რომ საქართველო ძალიან მენატრებოდა და ჩემი პირველი დაბადების დღეზე ისეთი სურპრიზი მომიწყვეს, რომ თავი ნამდვილად საქართველოში მეგონა. ერთმა მეგობარმა ოჯახმა ჩემს დაბადების დღეზე ყველა ჩემი მეგობარი, თანაკურსელი და ახლობელი მოიწვია საკუთარ სახლში. მოამზადეს ჰოლანდიური ტრადიციული უამრავი საჭმელი. ლექციების დამთავრებისას მომაკითხეს უნივერსიტეტში და მითხრეს, ჩვენთან წავიდეთ, სახლშიო. როცა მასთან მივედით, სახლთან ჰოლანდიის დროშა იყო გამოფენილი, არადა, ჰოლანდიის დროშას მხოლოდ დედოფლის დაბადების გამოფენენ ხოლმე, და რომ დავინახე, გაკვირვებულმა ვკითხე, დროშა რატომ გაქვთ გამოფენილი, დღეს ხომ დედოფლის დაბადების დღე არ არის- მეთქი? ჩემმა მეგობარმა მიპასუხა, ჰოლანდიის არა, მაგრამ საქართველოს დედოფლის დაბადების დღე ნამდვილად არისო. სიხარულის ცრემლები მომადგა. სიურპრიზი ამით არ დამთავრებულა, სახლში ყველა კუთხე ისე ულამაზესად იყო გაფორმებული, რომ თვალს ვერ მოწყვეტდი. სუფრაც ასევე ლამაზად გაწყობილი იყო. აი ასეთი სურპრიზი მომიწყვეს ჰოლანდიელმა მეგობრებმა დაბადების დღეზე.

1552862_691300717567760_2043671319_n-199x300

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები