რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

მწერალთა კავშირისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, ღონისძიებას უძღვებოდნენ: მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რევაზ მიშველაძე; სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: მწერალი მაკა ჯოხაძე, კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მერაბ კოკოჩაშვილი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი, მსახიობი ვანო იანტბელიძე, პოეტი, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის დამფუძნებელი თამარ შაიშმელაშვილი, მწერალი ბაღათერ არაბული, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესო ღვინიაშვილი, რევაზ ინანიშვილის შვილიშვილები და სხვ.
მსახიობმა ელდინო საღარაძემ წაიკითხა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა – „ქართველი ქალი“. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, გამოიცა კრებული – „რევაზ ინანიშვილი -100“, სადაც თავმოყრილია რჩეული მოთხრობები, კრიტიკოსთა მოსაზრებები და მწერალ მაკა ჯოხაძის წინასიტყვაობა.  რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ: მაკა ჯოხაძე, თამარ შაიშმელაშვილი, ზაალ ბოტკოველი და აზა ბასლანძე. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „რევაზ ინანიშვილი“.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „გარეჯი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები