“ბელორუსია რუსული ენის ათობით წლის ბატონობის შემდეგ მშობლიურ ენას იბრუნებს”

ბელორუსია რუსული ენის ათობით წლის ბატონობის შემდეგ მშობლიურ ენას იბრუნებს, – წერს გაზეთი Guardian-ი. გამოცემაში აღნიშნულია: ოდესღაც ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსულ ენაზე „დიდი“ სიტყვების თქმა არ არის შესაძლებელი. სწორედ ლუკაშენკომ ითამაშა ძირითადი როლი იმაში, რომ ბელორუსიაში დომინირებდა რუსული ენა. „და მომდევნო წლებში ბელორუსული ენა მარგინალიზირებული პოლიტიკური ოპოზიციის ენად ითვლებოდა“, – ნათქვამია სტატიაში.
20-წლიანი მმართველობის დროის მანძილზე პირველად ლუკაშენკო, როგორც ჩანს, საკუთარ პოზიციას იცვლის და ამით ბელორუსული ენის მატარებელნი „აღფრთოვანებულები არიან“, – წერს გაზეთი. ამასთან, Guardian-ი აღნიშნავს, რომ ბელორუსიის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი აცხადებს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბელორუსულ ენას იყენებენ. ქვეყანაში ოფიციალურ ენად როგორც ბელორუსული, ისევე რუსული ითვლება, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 23 პროცენტი ბელორუსულზე, 70,2 პროცენტზე მეტი კი რუსულ ენაზე საუბრობს, – აღნიშნულია სტატიაში.
„ძნელია იყო განსხვავებული, როდესაც მუდმივად გახსენებენ, რომ შენი ერი – რუსეთის უმცროსი ძმაა, ყველაფერი ბელორუსული კი – მოსაწყენია“, – აქვეყნებს გაზეთი ბელორუსი რესპოდენტების ციტატას.
აღსანიშნავია, რომ Guardian-მა სტატია არა მარტო ინგლისურ, არამედ რუსულ და ბელორუსულ ენებზე გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები