ჩინეთში პიროტექნიკის მაღაზია აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა(ფოტო)

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ძიანგსუს პროვინციაში, ფეიერვერკების მაღაზიაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი დონხაის ოლქში მოხდა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი პირი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ფეიერვერკების არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია, რის შედეგადაც მაღაზიაში განთავსებული პიროტექნიკა ერთდროულად ამოქმედდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები.

მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ინციდენტის ზუსტი მიზეზები და გარემოებები დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები