ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე, ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

პროკურატურა ბესარიონ ჟვანიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ მიმალვის, სასჯელისთვის თავის არიდების საფრთხე არსებობდა.

ადვოკატი კი ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა თავად ბესარიონ ჟვანია. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც ის თავის ნაცნობებს, ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ, ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც დათანხმდნენ.

ისინი თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას.

ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს – მიღებული დაზიანებების შედეგად, ის იმავე დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები