ჟენევაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო
დღეს ჟენევაში უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.
ამის შესახებ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
მან განმარტა, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს პოლიტიკურ და სამხედრო ბლოკებში.
„ჩვენ ვმუშაობთ გუშინ განხილული გადაწყვეტილებების პარამეტრებისა და მექანიზმების გარკვევაზე“, – თქვა უმეროვმა.