ზელენსკიმ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ამის შესახებ მან თავის Telegram არხზე დაწერა.
ზელენსკიმ ერთ-ერთ მიზეზად ბელარუსში „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის განლაგებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაასახელა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ როგორც კიევი, ასევე ევროპა, ამას „აშკარა საფრთხედ“ აღიქვამენ.
ზელენსკის ბრძანებულების თანახმად, ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები მოიცავს უკრაინაში მოგზაურობის აკრძალვას, აქტივების გაყინვას, ვაჭრობისა და ტრანზიტის შეზღუდვებს და ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას. ზოგიერთი სანქცია განუსაზღვრელი ვადით მოქმედებს.