ხულოს მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდულ ცენტრში მოხალისეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდულ ცენტრში მოხალისეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს 2026 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, პროგრამები და პროექტები.
“პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მოხალისეობის განვითარების, არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და ადგილობრივ დონეზე ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, უშუალოდ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მერიის ხელმძღვანელი პირებისგან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ სიტყვით მიმართეს ახალგაზრდა მოხალისეებს და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები