ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება
ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქის სხვადასხვა უბანში ათეულობით კორპუსის ფასადი უკვე განახლდა.
“ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ავალიანის, კრილოვისა და ონის ქუჩებზე 9 კორპუსის ფასადი განახლდება. შეიცვლება სახლების აივნების ხისა და თაბაშირის მოაჯირები, დამონტაჟდება ახალი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, ფასადის კედლები დამუშავდება დეკორატიული მასალით.
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოსაწესრიგებლად ამ ეტაპზე 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯება”, – წერია ინფორმაციაში.