ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვის პარალელურად, სასამართლოსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 15 პირია დაკავებული
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე 15 ადამიანია დაკავებული.
ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით არიან ისინი დაკავებულები.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.