საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გემო ფესტთან და ფრიდაიდის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა

21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონში ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დამატებითი ავიარეისები, რეგულარული რეისების პარალელურად, 19-23 თებერვლის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

19 თებერვალი: ნატახტარი – მესტია , გაფრენა 13:00

19 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 14:15

19 თებერვალი: ნატახტარი – მესტია , გაფრენა 15:45

19 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:15

20 თებერვალი: ნატახტარი – მესტია , გაფრენა 15:00

20 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30

22 თებერვალი: ნატახტარი – მესტია , გაფრენა 15:00

22 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30

23 თებერვალი: ნატახტარი – მესტია , გაფრენა 15:30

23 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00

23 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00

ამ ეტაპზე, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები