მედია: თეთრმა სახლმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ალბათობა 90%-ით შეაფასა
აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების ალბათობა უახლოეს კვირებში 90%-ია.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ანონიმურმა მრჩეველმა პორტალ Axios-ს განუცხადა.
„ლიდერი მოთმინებას კარგავს. მის გარშემო მყოფი ზოგიერთი ადამიანი მას ირანთან ომის დაწყებისგან აკავებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უახლოეს კვირებში სამხედრო მოქმედებების ალბათობა 90%-ია“, – თქვა მან.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის მთავრობა, რომელიც „ირანში რეჟიმის შეცვლისკენ მიმართული მაქსიმალისტური სცენარის მომხრეა“, უახლოეს დღეებში ომისთვის ემზადება.
მედიის ინფორმაციით, ზოგი ვარაუდობს, რომ დარტყმები შეიძლება რამდენიმე კვირაში განხორციელდეს, ზოგი კი უფრო მოკლე ვადებს ვარაუდობს.