შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმეს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და ყადაღის მოხსნაში თითქოსდა, დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოტყუებით თაღლითურად 3 000 ლარი გამოართვა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები