„ოსკარი- 2014“: ნომინანტთა სია უკვე გამოცხადდა
16 იანვარს, ბევერლი ჰილზის კინოთეატრ „Samuel Goldwyn Theater“-ში „ოსკარ-2014“-ის ნომიმანტები დასახელდა. ხმის მიცემა 8 იანვარს დასრულდა. მთავარი კინოჯილდოს დაუფლების პრეტენდენტთა შორის გამოცხადდა ფილმები: ,,მონობის 12 წელი“, ,,გრავიტაცია“ და ,,აფერა ამერიკულად“, მსახიობებს შორის კი დასახელდნენ: კეიტ ბლანშეტი, ლეონარდო დი კაპრიო და მეთიუ მაკკონახი.
უკვე ცნობილია, რომ საპატიო ჯილდოებს მიიღებენ: მსახიობი ანჟელა ლენსბერი, მსახიობი და პროდიუსერი სტივ მარტინი და კოსტიუმების დიზაინერი პიერო ტოზი. ამას გარდა, საქველმოქმედო საქმიანობისთვის ანჯელინა ჯოლის ჯინა ჰერშოლტის სახელობის ჰუმანიტარულ ჯილდოს გადასცემენ.
ამ წელს ნომინაცია გამოაცხადა ,,ტორას“ ვარსკვლავმა კრის ხემსვორტმა და კინოხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზეკსმა, რომელმაც პოსტი 2013 წლის ივლისში დაიკავა და ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა.
როგორც ყოველთვის ,,ოსკარის“ მთავარი ინტრიგა ახლაც იქნება: თუ აღმოჩნდებიან მისი ლაურეატები ,,ოქროს გლობუსის“ ტრიუმფატორებს შორის? საინტერესოა, ჯორდან ბელფორტას როლის შემსრულებელი ლეონარდო დი კაპრიო მიიღებს თუ არა საოცნებო სტატუეტს? 39-წლიანი კარიერის მანძილზე მსახიობი ,,ოსკარზე“ სამჯერ იყო ნომინირებული, მაგრამ ჯერჯერობით იღბალს მისთვის არ გაუღიმია. მისი მთავარი კონკურენტები არიან: ეჯიოფორი ფილმში “მონობის 12 წელი“ , მეთიუ მაკკონახი ,,დალასის მყიდველთა კლუბიდან“ და ტომ ჰენკსი ფილმში ,,კაპიტან ფილიფსი“.
კრიტიკოსები აღიარებენ, რომ ,,ოსკარს“ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში მიიღებს ჯუდი დენჩი ფილმ ,,ფილომენაში“ შესრულებული როლისთვის. მსახიობმა ადრე განაცხადა, რომ იგი თავის კარიერას უკვე ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ,,ოსკარი-2014- ის“ დაჯილდოების 86-ე ცერემონიალი 2 მარტს ჰოლივუდის “Dolby Theatre“-ში გაიმართება და მას ელენ დედჟენეპესი გაუძღვება. ,,ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალს პირდაპირ ეთერში ტელეარხი „ABC“ განახორციელებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ცერემონიალი ერთი კვირით გადაიტანეს, რათა იგი სოჭის ზამთრის ოლიმპიადას არ დამთხვეოდა.