დავით უსუფაშვილი, ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარეს, ალიაქბარ ჰაშემ რავსანჯანის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს. ალიაქბარ ჰაშემ რავსანჯანიმ, თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა ქართველთა კვალზე ირანის ისტორიაში, მის ვიზიტზე საქართველოში და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და საერთაშრისო გადაზიდვები.
მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ირანელი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან საქართველოთი და ინტერესს გამოხატავენ რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროექტების მიმართ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს თბილი მიღებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე აღმოიფხვრება გლობალური შემაფერხებელი ფაქტორები და ჩვენი ქვეყნები უფრო აქტიურ და სრულფასოვან ეკონომიკურ თანამშრომლობას შეძლებენ.
დავით უსუფაშვილმა ისაუბრა ევროკავშრთან ასოცირებაზე და იმ ეკონომიკურ პერსპექტივებზე, რასაც ევროკავშირთან ვაჭრობის შეახებ შეთანხმება იძლევა არამხოლოდ სქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.
რეგიონულ უსაფრთხოებაზე, საუბრისას, განხილული იქნა რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ „მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაც“, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრინციპული პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს და ირანის ისლამურ რესპუბლკას შორის არსებული ურთიერთობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება გააჩნდეთ სახელმწიფოებს მიუხედავად მათი პოლიტიკური, რელიგიური, თუ კულტურული განსხვავებებისა.