საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ ქალაქ მარიუპოლში განხორციელებული დაბომბვის დროს დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა. მან უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
“მოვედით, რათა მივუსამძიმროთ ჩვენს უკრაინელ ძმებს, ის ტრაგიკული, ბარბაროსული აქტი, რასაც ადგილი ჰქონდა მარიუპოლში, როცა პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან დაბომბეს სამოქალაქო უბნები. დაიღუპა 30 ადამიანი, დაჭრილია 90-ზე მეტი. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებთ მათ სოლიდარობას”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.