“მარიუპოლის დასახლებების დაბომბვის ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო შეფასებას საჭიროებს“

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. სუჯაშვილი აცხადებს,რომ აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო შეფასებას საჭიროებს.
“ფაქტი საჭიროებს სათანადო შეფასებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს სოლიდარობას და ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნავს სუჯაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის მარცხენა სანაპიროზე “გრადის” ტიპის ყუმბარმტყორცით განხორციელებული აფეთქებების შედეგად 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობა კი 45-ს აღწევს. როგორც СNN-ი იუწყება, დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, უკრაინელ სამხედრო ძალებსა და სეპარატისტებს შორის, გაჩაღებული ომის შედეგად, აპრილის შემდეგ სულ მცირე 5 ათასი ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები