მაიკროსოფტი“ საზოგადოებას უფასო „ვინდოუს 7“-ს, „ვინდოუს 8“-სა და ახალ „ვინდოუს 10“-ს სთავაზობს
„ვინდოუსის“ დამფუძნებლებმა საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე შესთავაზეს. როგორც „მაიკროსოფტის“ კორპორაციის თავმჯდომარე ტერი მეიერსონი იუწყება, დღეიდან, “ვინდოუს 7-ის”, ვინდოუს 8-ისა” და “ვინდოუს ფოუნის” განახლება უფასოდაც გახდება შესაძლებელი. შესაბამისად,ინტერნეტის მომხმარებლებს საცდელი ვერსიები აღარ დასჭირდებათ.
„მაიკროსოფტის“ დამფუძნებლებმა კორპორაციის მიერ განხორციელებულ ახალ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ სულ მალე საზოგადოება „ვინდოუს 10“-საც იხილავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვინდოუს 10“-ის მობილური ვერსია თებერვლის ბოლოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.