ანტიისლამური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჰიტლერის სახით გამოქვეყნებული ფოტოს გამო გადადგა
გერმანური ანტიისლამური ორგანიზაცია „PEGIDA“–ს ხელმძღვანელმა ლუტც ბახმანმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. ბახმანის გადადგომა ინტერნეტში მისი ფოტოს გამოქვეყნებას უკავშირდება, სადაც ის ადოლფ ჰიტლერის სახით არის გამოსახული. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse“ ავრცელებს. ბახმანის ფოტოზე მისი ვარცხნილობა ადოლფ ჰიტლერის ვარცხნილობის მსგავსია, გარდა ამისა მას ჰიტლერის ცნობილი საფირმო ულვაშიც „ამშვენებს“. „დიახ, მე მივდივარ ჩემი პოსტიდან“ – განაცხადა ლუტც ბახმანმა. ბახმანის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა ორგანიზაციის პრეს–მდივანმაც დაადასტურა.