5 წლის ბრიტანელ ბიჭს მეგობრის დაბადების დღის გაცდენისთვის ფულადი ანგარიშსწორების ქვითარი წარუდგინეს

5 წლის ბრიტანელ ბიჭს ფულადი ანგარიშსწორების ქვითარი იმის გამო წარუდგინეს, რომ ის თანაკლასელის დაბადების დღეზე არ მივიდა. ამის შესახებ „ლენტა.რუ“ იუწყება. 5 წლის ალექს ნეში მეგობრის დაბადების დღეზე სამთო კურორტზე იყო დაპატიჟებული.
„ბოლო მომენტში ბიჭის მშობლებს გაახსენდათ, რომ იმ დღეს ბებიასთან და ბაბუასთან სტუმრად მიემგზავრებოდნენ და შვილი დაბადების დღეზე აღარ წაიყვანეს“, – წერს გამოცემა.
რამდენიმე კვირის შემდეგ ბიჭს სკოლაში ფულადი ანგარიში გადასცეს. ანგარიშს ხელი იმ თანაკლასელის დედამ მოაწერა, რომლის დაბადების დღეც ნეშმა გააცდინა. „ლენტა.რუს“ ცნობით, ლოურენსის ოჯახისთვის ბიჭს 24 დოლარის გადახდა უწევდა.
ალექს ნეშის მამამ დერეკმა იფიქრა, რომ ეს ხუმრობა იყო, თუმცა შემდეგ დარწმუნდა, რომ ქვითარი ნამდვილი იყო. დერეკ ნეშმა აღნიშნა, რომ შვილის თანაკლასელის ოჯახის გაფრთხილება სურდა, რომ ალექსი დაბადების დღეზე ვერ მივიდოდა, თუმცა ტელეფონის ნომერი ვერ იპოვა.
მას შემდეგ, რაც დერეკ ნეშმა ფულის გადახდაზე უარი განაცხადა, ლოურენსის ოჯახმა სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები