აშშ-ს არმია მსოფლიოში ყველაზე ძლიერ არმიად აღიარეს, რუსეთი  მეორე ადგილს იკავებს

არმიების მსოფლიო რეიტინგში პირველობა აშშ-ს არმიამ დაიკავა. მეორე ადგილი რუსეთმა დაიკავა, ხოლო უძლიერესი სამეულის მესამე წევრი ჩინეთის არმია გახლავთ.
„Global Firepower“-ის საერთაშორისო კვლევაში სულ 106 ქვეყანა მოხვდა. რეიტინგში მომდევნო ადგილებს ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა და იაპონია იკავებენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსეთის შემდეგ, საუკეთესოდ უკრაინის არმია აღიარეს, ის რეიტინგში 21-ე ადგილზე მოხვდა. 48 -ე ადგილზე  უზბეკეთის, ჩვენი მეზობლის – აზერბაიჯანის არმია კი, 50-ე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, ბელორუსის არმიამ 52 -ე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მეექვსეა, ხოლო მსოფლიო რეიტინგში  64-ე ადგილზე იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები