30 ივნისს საიტები და ინტერნეტზე მიბმული კომპიუტერული სისტემები მწყობრიდან გამოვა

დედამიწის ბრუნვის საერთაშორისო სამსახურმა (IERS) მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის 30 ივნისს 23:59:59 საათზე მსოფლიო კოორდინირებულ დროს 1 წამი დაამატოს. ამ ფაქტმა შესაძლოა ინტერნეტ–სერვერების და კომპიუტერული სისტემების მასობრივი დაზიანებები გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაცია „oxu.az“–ს აზერბაიჯანის კავშირგაბმულობის და უმაღლესი ტექნოლოგიების სამინისტრომ მიაწოდა.
აზერბაიჯანული სააგენტოს ინფორმაციით, უკანასკნელად ე.წ. „კოორდინაციის წამი“ 2012 წელს განხორციელდა. ამ ფაქტმა მრავალი ინტერნეტ–საიტის (მათ შორის „Reddit“, „LinkedIn“) მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. გარდა ამისა, დაზიანდა მრავალი აეროპორტისა და რკინიგზის სადგურის ელექტრონული ტაბლოების, აეროპორტების სადისპეტჩერო სამსახურების და ბილეთების გაყიდვის სერვისები.
სავარაუდოდ, 30 ივნისსაც იგივე მოხდება. მოსალოდნელია, რომ შეფერხებები და პრობლემები შეექმნას სოციალურ ქსელებს, ბილეთების დაჯავშნის და სხვა სერვისებს. გარდა ამისა, ექსპერტები MySQL– სერვერის, Java, Linux-ის და სხვა სისტემების მოშლას ელოდებიან, რადგან ოპერაციული სისტემები დამატებით დროზე გათვლილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები