კაილი მინოუგი ბავშვს იშვილებს

  45 წლის მომღერალმა კაილი მინოუგმა გაამხილა, რომ ის ბავშვის აყვანას აპირებს. ბრიტანულ ტაბლოიდ “The Sun”-თან ინტერვიუს დროს მომღერალმა აღნიშნა, რომ ის დედობაზე ოცნებობს. კაილი შეყვარებულს – ესპანელ მანეკენს ანდრეს ვალენკოზოს გასული წელს დაშორდა. “ჩემი ცხოვრება შეიცვალა. წელს მე გავაცნობიერე, რომ უახლოეს მომავალში ბავშვის გაჩენას ვეღარ შევძლებ. ეს ძალიან საწყენია. ბავშვის აყვანაზე ვფიქრობ”, – განაცხადა კაილიმ. მომღერალი ასევე გამოტყდა, რომ მან შეყვარებულთან დაშორება ძალიან რთულად გადაიტანა და დღეს ის მარტოა, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ მეორე ნახევარს მაინც იპოვის.
“მე და ანდერსი მეგობრებად დავრჩით, თუმცა მაინც ძალიან რთული იყო ჩემთვის დაშორების გადატანა. ძალიან კარგი იქნებოდა, მონათესავე სული მეპოვა, ადამიანი, ვისთანაც სულ ვიქნებოდი. როცა თქვენ უკვე ორმოცი წლის ხართ, თქვენი სახე აღარ არის ისეთი ახალგაზრდა. მე ყოველ დილით სარკეში ვიყურები და ვატყობ, რომ ის აღარ ვარ, რაც გუშინ ვიყავი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები