რომის პაპმა ლეო XIV-მ პირველად აღავლინა შობის წინა დღის წირვა
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, პაპმა ლეო XIV-მ, პირველი შობის წინა დღის წირვა აღავლინა.
წირვა რომში, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა და მას ესწრებოდნენ კარდინალები, ეპისკოპოსები, მღვდლები, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრების დიდი რაოდენობა.
წირვაზე გამოსვლისას პაპმა ლეომ გააკრიტიკა მატერიალიზმი და განაცხადა, რომ დამახინჯებული ეკონომიკა ადამიანებს ცხოველივით ეპყრობა.
წირვის დაწყებამდე ის მიესალმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის წინ შეკრებილ მორწმუნეებს და შობა მიულოცა.