გია ვოლსკი: ფასების და საერთოდ ვაჭრობის სისტემაში ასეთი უკონტროლო სიტუაცია უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი იმ საბოტაჟისა და რევოლუციური სცენარისა, რომელიც საქართველოში ხდება

“ფასების და საერთოდ ვაჭრობის სისტემაში ასეთი უკონტროლო სიტუაცია უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი იმ საბოტაჟისა და რევოლუციური სცენარისა, რომელიც საქართველოში ხდება,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

“არამარტო პრემიერზე, საერთოდ, მმართველ გუნდზე ხდება გააფთრებული თავდასხმები, როგორც კი რაიმე პოზიტიური ინფორმაცია ქვეყნდება თუნდაც იმ კვლევითი ინსტიტუტების მიერ, რომელიც ევროპის საბჭოსთვის მუშაობენ და მათ აწვდიან ინფორმაციას. რაც შეეხება ფასწარმოქმნას – ასეთი უკონტროლო სიტუაციის, ამ ფასების და საერთოდ, ვაჭრობის სისტემაში, უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი კომპონენტი იმ საბოტაჟისა, იმ რევოლუციური სცენარისა, რომელიც საქართველოში ხდება,” – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები