თორნიკე ჭეიშვილი: ჩატარდა წინასწარი მოკვლევა, რომელმაც გამოავლინა რომ საქმე გვაქვს ძალიან მაღალ ფასნამატთან
“ჩატარდა წინასწარი მოკვლევა, რომელმაც გამოავლინა რომ საქმე გვაქვს ძალიან მაღალ ფასნამატთან,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოცემული ვითარება საჭიროებს სათანადო, სიღრმისეულ ანალიზს.
“ჩატარდა წინასწარი მოკვლევა, შესაბამისი სამუშაოები, რომელმაც გამოავლინა და დაადასტურა ის, რომ საქმე გვაქვს ძალიან მაღალ ფასნამატთან. ბუნებრივია, ეს საჭიროებს სათანადო სიღრმისეულ ანალიზს, რეალურად, რატომ ხდება ის, რომ საქართველოს საზღვრიდან შესაბამისი სუპერმარკეტის დახლამდე ვიდრე მივა პროდუქცია, ფასნამატი, დაახლოებით, 86%-ს შეადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა ამ თემით პრემიერ-მინისტრის მოწოდების შემდგომ და მათ უკვე დაიწყეს ამ საკითხის დამუშავება, ამ თემის კვლევა,” – აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.