“თეა თუთბერიძე სართულებიანი გინების დიდოსტატია“
“ტელეიმედის“ გადაცემაში “პოლიტიკის დრო“ “თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთ წევრს თეა თუთბერიძესა და “უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თეა თუთბერიძემ ადვოკატ გოგა ონიანის დაკავება გააპროტესტა და ფაქტს უკანონო უწოდა. საპირისპიროს ამტკიცებდა ნიკოლოზ მჟავანაძე. “თქვენ საერთოდ დიპლომი გააქვთ?“-ამ კითხვით მიმართა თუთბერიძემ მჟავანაძეს, რასაც მჟავანაძის მხრიდან თუთბერიძის მისამართით ასეთი რეპლიკა მოჰყვა: “თქვენ საზოგადოებაში ცნობილი ხართ, როგორც სართულებიანი გინების დიდოსტატი“.