რეპრესიების მსხვერპლი ქალები

  25 თბერვალს, ბოლშევიკური ოკუპაციის დღეს, საზოგადოება “მემორიალმა” თბილისში, პარლამენტის კიბეებზე ერთდღიანი გამოფენა-აქცია: “ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი ქალები – 1921-1991” მოაწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ საბჭოთა რეპრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანები, ისინი, ვის ოჯახსაც ის უშუალოდ შეეხო. გამოფენილი იყო დახვრეტილ და გადასახლებულ ქალთა პორტრეტები, გადასახლების ადგილებში გადაღებული სურათები, იქ ნაკეთები ნივთები, ნაქარგები და სხვა ნივთები. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რევაზ კვერენჩხილაძემ ,,კვირასთან“ საუბარში განაცხადა:
– აქ კიდევ ერთხელ მოვედი, რომ წლების შემდეგაც გამოვხატო პროტესტი იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც საბჭოთა იმპერია ერქვა. გამოფენილ ფოტოებს შორის დედაჩემის, მარგალიტა კვერენჩხილაძის სურათიცაა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ყაზახეთში იყო გადასახლებული. მაშინდელი ამბები საშინელი სიზმარივით მახსენდება, ჩვენი ეს შეკრებაც იმის ნიშანია, რომ ყველაფერი გვახსოვს და რაც მოხდა, აღარ განმეორდეს“! შეგახსენებთ, რომ საზოგადოება „მემორიალი“ აქტიურად არის ჩართული ინსტიტუტის პროექტში – „სტალინის სიები საქართველოზე“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1937-1938 წლებში იმ რეპრესირებულ პირთა შესახებ ინფორმაციების მოძიება, რომლებიც გასამართლდნენ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების დასტურის საფუძვლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები