რა მოხდება ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ?

ექსპერტების აზრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში ექსპერტები აფასებენ. ექსპერტი სოსო ცინცაძე თვლის, რომ საქართველოსა და აშშ-ს პირველი პირების შეხვედრა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში საჭირო და დროულია. ვფიქრობ, ეს ვიზიტი გაცნობითი ხასიათისა იყო. პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირებთან შეხვედრას დადებითად ვაფასებ. ამ შეხვედრით გაიცნეს ჩვენი ქვეყნის პირველი პირი. პრაქტიკულ შედეგებს მერე და მერე უნდა დაველოდოთ. ვნახოთ, რა ტენდენციით წარიმართება, ამას მერე შეეტყობა. ვიზიტი ჯერ არ დასრულებულა. ჩემთვის საინტერესოა ის დოკუმენტები, რომლიც ხელმოწერილი იქნება. ეს იყო დროული და მნიშვნელოვანი ვიზიტი“, – განუცხადა „კვირას“ სოსო ცინცაძემ.images
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს დროულად მიიჩნევს და მნიშვნელოვნად აფასებს. მისი თქმით, ღარიბაშვილის ვიზიტი აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინასთან სიმშვიდეს კარგავს.
„თავად ვიზიტი აქტუალურია არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ დროის თვალსაზრისითაც,  სწორედ იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინასთან სიმშვიდეს კარგავს. უკრაინასთან დაკავშირებული მისი ქმედებების არეალი კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. მით უფრო მკაფიო უნდა იყოს ჩვენი ხედვა, ამა თუ იმ მიმართულებით პრობლემებისა, განვითარებისა. შესაბამისად, ამერიკის ხელისუფლებასთან და იქაურ პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან კონსულტაციები ჩვენი ხელისუფლებისთვის საუკეთესო აკადემიაა და ვფიქრობ, უნაყოფოდ არ ჩაივლის. სამშობლოში დაბრუნებულ ხელისუფლებას კი კიდევ უფრო მეტი ენერგია დასჭირდება, რომ მოსმენილი და შეთანხმებული გადაწყვეტილებები ცხოვრებაში უფრო მარტივად გატარდეს“, – აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.ciskarishvili
მისივე განცხადებით, ის, რომ შეხვედრები თეთრ სახლში შედგა ესეც მნიშვნელოვანია.
„საქართველოში ამერიკის კაპიტალისთვის საინვესტიციო სივრცე უნდა გაიზარდოს. სურვილები მისასალმებელია, რეალობას კი დავაკვირდებით“, – დასძენს ექსპერტი.
ექსპერტს შენიშვნა საქართველოს საგარეო მინისტრთან აქვს. სოსო ცისკარიშვილის თქმით, მაია ფანჯიკიძის განცხადება აფხაზეთის ტერიტორიაზე 11 -კილომეტრიანი ზოლის გადმოწევის შესახებ ნაკლებად მიმზიდველი იყო მისთვის. ექსპერტი ამბობს, რომ ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მეტად ემოციურად უნდა გახმაურებულიყო.
„ერთადერთი, რაც ნაკლებად მიმზიდველია ჩემთვის, გახლავთ  საგარეო საქმეთა მინისტრის სიმშვიდე, , სადაც ის აფხაზეთის ტერიტორიაზე 11- კილომეტრიანი ზოლის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლებელია ეს რუსეთის ტერიტორის კონტროლის ქვეშ დარჩეს. ჩემი აზრით, ეს თემა ცოტა უფრო ემოციურად უნდა გახმაურებულიყო, როგორც მიუღებელი ნაბიჯი რუსეთისგან. უმჯობესია, პოზიცია დაფიქსირებულიყო მიმღები მხარის მიერ და არა გარკვეული შემოპარების ფორმატში“, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები