Twitter–ი მალე Youtube–ის კონკურენტს შექმნის

მიკრობლოგების სერვისი Twitter–ი გეგმავს უახლოეს მომავალში Youtube –ის ანალოგი საკუთარი ვიდეოჰოსტინგი ჩაუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ახალ სერვისს „Twitter Video Player“–ი ერქმევა. მას ვიდეოს ყველაზე პოპულარული ფორმატების მხარდაჭერა ექნება, თუმცა ვიდეორგოლების ხანგრძლივობა 10 წუთამდე იქნება შეზღუდული.
ამასთან Twitter Video–ს მომხმარებლებს რეკლამების განთავსება და ატვირთული ვიდეოს რედაქტირება არ შეეძლებათ.
ამჟამად მთელ მსოფლიოში Twitter–ის სერვისით 284 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები