„საქართველოს სტრატეგიული კურსი კარგად არის გათვლილი“

  თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგიული კურსი კარგად არის გათვლილი და მომავალზე ორიენტირებული,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირების საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
“გუშინ ვაშინგტონში უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრას ჰქონდა ადგილი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვიცე- პრეზიდენტი, მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს და საქართველოს დელეგაციას შეხვდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ მასთან ბევრი რამ გვაკავშირებს: ჩვენი მომავალი, ნატოში გაწევრიანება, ჩვენი სტაბილურობა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტია. აქედან გამომდინარე, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ ამ შეხვედრამ და მასში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მონაწილეობამ დაადასტურა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების – მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის კურსი არის კარგად გათვლილი და მომავალზე ორიენტირებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები