2014 წელს გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები
1 თებერვალი – 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ავსტრიელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, „ოსკარის“ ლაურეატი მაქსიმილიან შელი.
2 თებერვალი – 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მსახიობი, „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი.
7 მარტი – 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი, ფილმში „უდაბნოს თეთრი მზე“ მთავარი როლის შემსრულებელი ანატოლი კუზნეცოვი.
17 აპრილი – 86 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი კოლუმბიელი მწერალი, ლიტერატურის დარგში ნობელის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი.
29 აპრილი – 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი, „BAFTA“–ს და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი ბობ ჰოსკინსი.
12 მაისი – 74 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი, სკუპლტორი, დიზაინერი, ფილმ „უცხოს“ ვიზუალური საშუალებების ავტორი და კიბერპანკის ერთ–ერთი მთავარი მხატვარი ჰანს რუდოლფ გიგერი.
24 ივნისი – 98 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი თეატრის და კინოს გამოჩენილი მსახიობი ილაი უოლაკი.
7 ივლისი – 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი სსრკ–ს უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ექს–პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
12 ივლისი – 64 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი პოლიტიკური მოღვაწე, დისიდენტი და უფლებადამცველი ვალერია ნოვოდვორსკაია.
11 აგვისტო – 63 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ამერიკელი მსახიობი, „ოსკარის“ ლაურეატი რობინ უილიამსი.
20 ოქტომბერი – 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მოდელიერი და დიზაინერი ოსკარ დელა რენტა
5 ნოემბერი – 48 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი თეატრის და კინოს მსახიობი ალექსეი დევოტჩენკო.
13 ნოემბერი – 58 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთსა და საქართველოში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე.
22 დეკემბერი – 70 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი როკ და ბლიუზ მომღერალი ჯო კოკერი გარდაიცვალა.