ბრიტანეთში გორბაჩოვის შესახებ ტეტჩერისა და რეიგანის მიმოწერა გაასაჯაროვეს

დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა არქივმა საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, დოკუმენტები მარგარეტ ტეტჩერისა და მიხეილ გორბაჩოვის ნაცნობობის ფაქტს ადასტურებს.
გორბაჩოვი დიდ ბრიტანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით 1984 წელს ჩავიდა. დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერისა და აშშ-ს იმდროინდელი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის გამოქვეყნებულ მიმოწერაში ტეტჩერი საბჭოთა მომავალ ლიდერს მეგობრულ, მომხიბლავ, იუმორის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანად აღწერს.
„ის შედარებით ღია და გამგები ჩანს. დარწმუნებული ვარ, რომ მასთან საქმის დაჭერა შეიძლება. სინამდვილეში მე ის ძალიან მომეწონა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ტეტჩერმა ასევე საკუთარ მწვავე შენიშვნებზე გორბაჩოვის რეაქცია აღწერა. „ის აშკარად არ მოელოდა ჩემგან საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ კითხვებს“.
გამოქვეყნებული დოკუმენტები ასევე გვიჩვენებს, თუ რით დაიმახსოვრა თავი ბრიტანეთის ხელისუფლებას გორბაჩოვის მეუღლემ რაისამ. ვიზიტის დროს რაისა ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო საიუველირო მაღაზია Mappin and Webb-ში შევიდა, სადაც შეიძინა  ბრილიანტებით და ლალის თვლებით მორთული ოქროს საყურეები. რაისა გორბაჩოვმასოფლის მეურნეობის მინისტრს კარტოფილის კერძების 500 ბელორუსული რეცეპტის წიგნიც გაუგზავნა. სამინისტროს თანამშრომლის წერილში, რომელიც მან თავის კოლეგას მისწერა, ნათქვამია: „თუ გყავთ ვინმე, ვინც რუსული ენა იცის და კარტოფილი უყვარს, ჩვენ მოხარულები ვართ, ის (წიგნი) გათხოვოთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები