კომპიუტერულმა ობამამ მაიდნის ფონზე იმღერა და იცეკვა (ვიდეო)
ინტერნეტში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ვიდეო, რომელზეც მთავარ როლში ბარაკ ობამა გვევლინება. უფრო სწორად, ეს აშშ-ს პრეზიდენტის და მისი პოლიტიკის პაროდიაა. ვიდეორგოლში ობამა პოპულარული მომღერლის ფარელ უილიამსის სიმღერაზე ცეკვავს და სანამ თეთრი სახლის ხელმძღვანელი მღერის იმაზე, თუ როგორი ბედნიერია, უკანა პლანზე იმსხვრევა თვითმფრინავები, იწვის საბურავები და ფეთქდება ბომბები. მოქმედება ერაყში, ავღანეთში, ეგვიპტეში და უკრაინაში – მაიდანზე ვითარდება. „როსია 24“-ის ინფორმაციით, ამ რგოლით ავტორებმა ამერიკული „ჩარევის პოლიტიკის“ დემონსტრირება მოახდინეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=6HbpLNXHJOE” width=”560″ height=”315″]