მეორეკლასელი საახალწლო ზეიმზე პუტინის კოსტიუმში მივიდა (ვიდეო)
რუსეთში ბლაგოვეშენის გიმნაზიის მეორეკლასელმა პლატონ ერიაშევმა საახალწლო ზეიმისთვის უჩვეულო ფორმა შეარჩია. ბიჭი ზეიმზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განასახიერებდა. მას კლასიკური კოსტიუმი ეცვა და სახეზე პუტინის გამოსახულების ნიღაბი ეკეთა.
ბიჭის განცხადებით, თავდაპირველად მას სხვა გმირის, დარტ ვეიდერის განსახიერება სურდა, მაგრამ შესაბამისი კოსტიუმი მაღაზიაში არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბიჭმა თავად აირჩია ვლადიმერ პუტინის კოსტიუმი.
„ჩვენ შვილს უყვარს პრეზიდენტი. ის საკუთარი თავით ამაყობდა, ზეიმზე მას ყველა აქცევდა ყურადღებას, მასთან სურათებს იღებდნენ. მსგავსი ორიგინალური კოსტიუმი ზეიმზე არავის ეცვა“, – ამბობს ბიჭის დედა.
ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტებმა კი პლატონი რედაქციაში დაპატიჟეს, სადაც მან საახალწლო მიმართვა ჩაიკითხა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PmwUjJbmi_0″ width=”560″ height=”315″]