„მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართულ გვარდიას კოლოსალურ ხელფასებს უხდის“

გუგეშაშვილის – ბარამიძის, „მხედრიონისა“ და „ნაცების“ თარეში აღსაკვეთია -ამის შესახებ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ფეიბსუქის საკუთარ გვერდზე წერს.
სადღობელაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში ეგრეთ წოდებული ქართული გვარდია იქმნება. ის არ ემორჩილება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ერთგულების ფიცს დებს მიხეილ სააკაშვილის წინაშე, რომელიც მათ კოლოსალურ ხელფასებს უხდის.
„თავისუფალი თაობის“ ლიდერის მტკიცებით, შეიარაღებულ დაჯგუფებას გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე, და დოდო გუგეშაშვილის თაოსნობით „მხედრიონელები“ ხელძღვანელობენ. სადღობელაშვილი ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას მოუწოდებს.
“უკრაინაში მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული ქართული გვარდიის შექმნა, რომელიც არ ემორჩილება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ერთგულების ფიცს დებს მიხეილ სააკაშვილის წინაშე, რომელიც მათ კოლოსალურ ხელფასებს უხდის. ამ არაკანონიერ შეიარაღებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს გენერალი კალანდაძე, პარლამენტარი გია ბარამიძე, ხოლო სპეციალურ ხელმძღვანელობას ანხორციელებენ „მხედრიონელები“ დოდო გუგეშაშვილის თაოსნობით.
სპეციალურ რაზმს ხელმძღვანელობს სააკაშვილის დროინდელი სპეცრაზმის ხელმძღვანელი, მეტსახელად „თუში“, ეს პიროვნება „სკაიპ“-ის მეშვეობით ცდილობს ეგრეთ წოდებული ვერბოვკა გაუკეთოს საქართველოში მყოფ მოქმედ და ყოფილ სპეცრაზმელებს და მოახდინოს მათი გადამიბერბა უკრაინაში არსებულ ნაცლეგიონში.
როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, უკრაინიდან გუგეშაშვილი და ბარამიძე, როგორც გამოცდილი „პუტჩისტები“ პირდაპირ აცხადებენ, რომ 2015 წელს საქართველოში უნდა განხორციელდეს იგივე, რაც 1992 წელს განხორციელდა, ანუ პუტჩი, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენ – ახალგაზრდებმა და მთელმა საქართველომ არ უნდა დავუშვათ „ნაცების“ და „მხედრიონელების“ რევანში, ყველანაირად წინ უნდა აღვუდგეთ ამ მზაკვრულ და მოღალატეობრივ ჩანაფიქრს. ჩვენ საქართველო არ გვემეტება სისხლისღვრისთვის და არეულობისთვის. მივმართავ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს ზემოთ ხსენებულ საფრთხეს, ხოლო საკანონმდებლო ორგანომ უზრუნველყოს კანონიერი გზით ამ პრობლემის მოგვარება. გუგეშაშვილის – ბარამიძის, „მხედრიონისა“ და „ნაცების“ თარეში აღსაკვეთია“,-წერს ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები