მოროშკინა სასჯელაღსრულების მინისტრზე: შეწუხდა, ალბათ, ქალბატონების შეუფერებელი ჩაცმულობით

თუ ადამიანი იმას ვერ ხვდება, რომ ამ სისტემაში დეკოლტე და მოკლე კაბა არ უნდა ეცვას (ეს ფორმულირებაა კანონში), ესე იგი მისი ადგილი საჯარო სივრცეში საერთოდ არ არის – ასე ეხმაურება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა სასჯელღასრულების მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომელიც უწყების თანამშრომლებს დრესკოდს უსაზღვრავს.
ლალი მოროშკინა ფიქრობს, რომ მინისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე უწყებაში ბოლო დროს დანიშნული ქალბატონების ჩაცმულობის სტილმა მიიყვანა. “დრესკოდი სასჯელარსრულებაში” დიახ, ვადასტურებ, რომ დრესკოდი სასჯელაღსრულებაში აუცილებელია, მაგრამ ამისათვის არსებობს შიდა რეგულაციები და ასევე თვითშეგნება!
თუ ადამიანი იმას ვერ ხვდება, რომ ამ სისტემაში დეკოლტე და მოკლე კაბა არ უნდა ეცვას (ეს ფორმულირებაა კანონში), ესე იგი მისი ადგილი საჯარო სივრცეში საერთოდ არ არის! რაც შეეხება მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ ამ ყველაფერს კანონის ძალა ჰქონდეს, როგორც ჩანს, ბატონი გიორგი, როგორც ძალიან ტაქტიანი ადამიანი, შეწუხდა ბოლო დროს სამსახურში დანიშნული ქალბატონების შეუფერებელი ჩაცმულობით და ამ ფორმით ნახა გამოსავალი. დავით საგანელიძეც ანალოგიურ პოზიციას იზიარებს“,- წერს ლალი მოროშკინა.
სასჯელღასრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრძანებაში თანამშრომლებს დრესკოდი განუსაზღვრა.
“მომსახურეს ეკრძალება სამსახურში გამოცხადდეს დახეული, ან/და ღია ფერის შარვლით, ზომაზე მეტად მოკლე ქვედაბოლოთი და/ან კაბით, (მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან), მკვეთრი ფერის სამოსით, ღრმა დეკოლტირებული და/ან გამჭვირვალე პერანგით, ღია ფერის სპორტული ფეხსაცმლითა და წვრილი ზონარის მქონე კოფთით”,- აღნიშნულია ბრძანებულებაში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროს შინაგანაწესის კანონში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები