„მის მსოფლიო – 2014“-ზე უკრაინას „ომის პატარძალი“ შავი ფატით წარადგენს (ფოტოკოლაჟი)

ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის კონკურსზე „მის მსოფლიო“ – 2014-ზე უკრაინას „მის უკრაინა მსოფლიო“ – 2014 დიანა გარკუში წარადგენს. გოგონასთვის უნიკალური ეროვნული სამოსი შეუკერეს, – წერს „ობოზრევატელი“. სამამულო ბრენდ RUTA-ს დიზაინერის ლიუდმილა ბუშინსკაიას კაბა იმის სიმბოლოა, თუ რა გადახდა უკრაინელ ხალხს ბოლო წლის განმავლობაში. კოსტიუმს „ომის პატარძალი“ დაარქვეს. გოგონა ამ სამოსში განასახიერებს ჯარისკაცის შეყვარებულს, რომელიც სამშობლოს იცავდა და დაიღუპა. კაბა გლოვის ორ ფერშია გადაწყვეტილი – გამოყენებულია შავი და წითელი ქსოვილი, სამოსი გაფორმებულია ყაყაჩოებით. ამ ყვავილს უკრაინული კოსტიუმების და გვირგვინების შექმნისას ძველი დროიდან იყენებდნენ. გარდა ამისა, ყაყაჩოს მსოფლიოში სამგლოვიარო სიმბოლოს დატვირთვა აქვს.
თავზე დიანა გურკუშის გვირგვინი და შავი ფატა დაეფარება. „ასეთი შესანიშნავი კონკურსით, როგორიცაა „მის მსოფლიო“, მინდა საზოგადოების, მსოფლიოს ყურადღება მივიპყრო, რადგან ეს კონკურსი სილამაზეს და მშვიდობას უწევს პროპაგანდას! და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ სილამაზე, სიყვარული და ცხოვრების დაფასების უნარი, როგორც ღმერთის საჩუქარი, გადაარჩენს ჩვენს პლანეტას სრული განადგურებისგან! ეს მოწოდება კი არა, უფრო გოგონების სულის ძახილია: არ წაიყვანოთ ჩვენი ბიჭები და არ გაგზავნოთ სიკვდილზე! ჩადონ სამხედროებმა საკუთარი საბრძოლო ნიჭი მშვიდობიან პროექტებში. უკრაინაში ომია! და ეს ფაქტია! და ასე გამოიყურება დღეს პატარძალი. მას ჰქონდა სიყვარული, გეგმები და ცხოვრების და სიხარულის სურვილი. და ახლა ეს გეგმები ჩამოიშალა ისე, როგორც ეს ყაყაჩოები. თეთრი სამოსი კი შავად გადაიქცა“, – ამბობს დიზაინერი ლიუდმილა ბუშინსკაია.
შეგახსენებთ, კონკურსი „მის მსოფლიო – 2014“ 25 იანვარს მაიამიში გაიმართება.

10863747_889496357757270_1124996119_n 10877884_889496354423937_732914636_n 10884828_889496364423936_1111908555_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები