„უყურადღებობის გამო, ნიჭიერი მუსიკოსების თაობები იკარგება…“

        „ჯგუფი Industrial City  2011 წელის თებერვალში ჩამოყალიბდა და ხუთი წევრისგან შედგებოდა. ყველა საკმაოდ გამოცდილი მუსიკოსები ვიყავით. დაახლოებით 16 წლის ასაკში დავიწყეთ სხვადასხვა პროექტზე მუშაობა. ამჟამად ახალ პროექტზე მხოლოდ მე და რეზო გოგიბერიძე – Dj sampling ვმუშაობთ. გაჩერებას არ ვაპირებთ, სულ მალე ჯგუფს სამი ახალი წევრი დაემატება, რომლებიც ბევრად უფრო გააძლიერებენ ჯგუფის შემოქმედებით და პროფესიონალურ მხარეს. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელსაც სულ ახლო მომავალში შეიტყობს ჩვენი მსმენელი“. – მუსიკოსი ლევან კეკელია.

-როგორ შეირჩა ჯგუფის სახელწოდება?10822248_781062298609491_1069721958_n
-ჯგუფის სახელწოდება „ინდუსტრიული ქალაქი“ შევარჩიეთ, ჯგუფის მუსიკალური მიმართულებიდან გამომდინარე. მუსიკას, რომელსაც ჩვენ ვუკრავთ „ინდუსტრიალ მეტალია“ და განვითარებასთან, ენერგიასთან ასოცირდება. ამ მიმდინარეობის თვალსაზრისით საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ პიონერები ვართ. სხვათაშორის, ჯერჯერობით ერთადერთი ჯგუფი ვართ, რომელიც ამ მიმდინარეობას ასრულებს საქართველოში. ყოველ შემთხვევაში მე სხვა არ მსმენია. აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ჯგუფის ოფიციალური „Facebook“ გვერდი.

https://www.facebook.com/IndustrialCityy

– კონცერტები…
– წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო შოუ-კონცერტი გვქონდა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: სასომხეთში, აზერბაიჯანში. მაგრამ ჯგუფის ყველაზე დიდი მიღწევა, 2013 წლის აგვისტოში გერმანიაში მეტალის ფესტივალ Wacken-ზე გასვლა იყო, რომელიც მეტალ – ფესტივალებს შორის მსოფლიოს ოთხეულში შედის. ამ ფესტივალზე გამოდიოდნენ ისეთი გრანდები, როგორიცაა: Rammstain, Alic cooper, Nightwish, Motorhead, Deep purple, Lamp Of God, Fear Factory და სხვები. ფესტივალს დაახლოებით 200 ათასი მაყურებელი ჰყავს. კავკასიის მასშტაბით შესარჩევი ტურები ჩატარდა. შესარჩევ ტურებში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე სომხური და აზერბაიჯანული ჯგუფები. ჩვენ გავიმარჯვეთ და პირველ ადგილზე გავედით. სხვათაშორის, აქაც პიონერები ვიყავით. Wacken-ის ფესტივალზე პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან პირველი ჯგუფი ვიყავით, ვინც მოხვდა. Wacken-ის ფესტივალზე კი მსოფილიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამარჯვებულ 31 ჯგუფს შორის შვიდეულში მოვხვდით. ეს არა მარტო ჩვენი, არამედ, მთელი ქვეყნის წარმატებაა. თუმცა, ძალიან გულსატკენია, რომ არანაირი ყურადღება არ მიექცა ამ ისტორიულ ფაქტს. ერთადერთი ტელეკომპანია, რომელიც დაინტერესედა ამ მოვლენით, არის „მაესტრო“ და დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მათ ამისთვის.
– სპონსორი გყავთ?10863636_781062308609490_1154477754_n
– მე და ჩემმა მეგობარმა, კარგმა ადამიანმა და მუსიკოსმა არჩილ ბედიაშვილმა, ჩვენ მეგობარ კომპანია შპს Zeppelin-თან და ხმის ჩამწერ სტუდია Fresh Fish Records-თან ერთად, როკკულტურის განსავითარებლად ჩამოვაყალიბეთ საერთაშორისო ფესტივალი Pus One, რომელიც კარგად ორგანიზებული და მაღალი ხარისხის იყო. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ჯგუფები, საშუალება ეძლეოდათ, დამწყებ ჯგუფებს მონაწილეობა მიეღოთ და გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობა. ფესტივალის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=idgKZxlel3w.
სამწუხაროა, რომ არაერთი თხოვნისა და მიმართვის მიუხედავად, გვერდში დგომა და დახმარება ვერ მივიღეთ. მხოლოდ საკუთარი ძალებით ასეთი ხარისხიანი ფესტივალის დიდი ხნით შენახვა შეუძლებელია. საერთოდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში, აპიარებენ და ტვინს ურეცხავენ ხალხს უხარისხო მუსიკით. რამდენიმე მართლა ნიჭიერი ჯგუფია საქართველოში, რომლებსაც ყურადღება რომ მიექცეს, დარწმუნებული ვარ, შედეგსაც მიაღწევენ. ამ უყურადღებობის გამო, ნიჭიერი მუსიკოსების თაობები იკარგება.
ჩემი აზრით, ტელევიზიით ძუძუებიანი კაცების და ათასი სისულელის პიარს ბევრად აჯობებს, ამ ხალხს მიაქციონ ყურადღება და დაეხმარონ, მაგრამ ვის აინტერესებს ეგ. როცა ქვეყანაში არ არსებობს მუსიკალური ინდუსტრია, შეუძლებელია რამე წარმატებაზე ფიქრიც. არ არსებობს არცერთი ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც ხარისხიანად, ანუ სტანდარტს რომ აკმაყოფილებდეს, ჩაწერენ დრაივიან მუსიკას. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ჩანაწერის გაკეთება დღეს მხოლოდ Fresh Fish Records-ში არის შესაძლებელი.
-რადიოშიც არ ტრიალებს თქვენი მუსიკა?10867240_781062301942824_2083387733_n
– ჩვენს სიმღერებს არცერთი ქართული რადიო-მაუწყებლობა არ უშვებს. პასუხი ერთია – ფორმატში არ ჯდება, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი სიმღერები დღესაც ტრიალებს: ესსპანეთი, ინგლისი, გერმანია, ამერიკა, შვედეთი, ინდოეთი, ურუგვაი და სხვა.
– ახლა, რა გეგმები გაქვთ?
-დაახლოებით ერთ თვეში გვექნება კარგი სიახლეები. სერიოზული შემოთავაზებები გვაქვს. ჯგუფი შეივსება ახალი, პროფესიონალი მუსიკოსებით. დარწმუნებული ვარ, ჯგუფი ბევრად ძლიერი გახდება შემოქმედებითაც და მიდგომითაც საქმის მიმართ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემი ჯგუფის წევრს და მეგობარს, მართლაც რომ საოცარ ადამიანს, ერთგულებისთვის, დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის, როგორც ჩემს, ასევე საქმის მიმართ რეზო გოგიბერიძეს (Panic). დიდი მადლობა ჩვენ ერთგულ მსმენელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას. ყველანი ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის.

მზევინარ ხუციშვილი

10847131_781062305276157_1963416757_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები