მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ენები დაადგინეს

ჟურნალმა „Proceedings of the National Academy of Sciences“ ენების მნიშვნელობის და მათი გავლენის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მეცნიერების შემოთავაზებული მეთოდების წყალობით გაირკვა, რომელი ენებია ყველაზე გავლენიანი და რომელი ენები ეკონტაქტებიან ერთმანეთს.
მეცნიერების შექმნილი ახალი მეთოდი სამი ტიპის ინფორმაციის ნაკრებს: ბოლო 30 წლის მანძილზე გადათარგმნილ წიგნების, ვიკიპედიაში სხვადასხვა ენებზე გამოქვეყნებულ სტატიების და Twitter-ში განსაზღვრულ დროში სხვადასხვა ენაზე გაკეთებულ ტვიტების გაანალიზებას ეფუძნება. შედეგად მკვლევარმა სპეციალისტებმა შეძლეს იერარქიული სტრუქტურის ენების გავლენის რუკა შეექმნათ.
მეცნიერებმა ყველაზე კომუნიკაციურ და გავლენიან ენად ინგლისური აღიარეს, მას შემდეგ მოდიან ენები, რომელთა გლობალური მნიშვნელობაც ასევე დიდია: ესენია გერმანული, ფრანგული, ესპანური, რუსული და პორტუგალიური ენები. მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ ჩინურ და არაბულ ენებზე მოსაუბრეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, კულტურულ ჭრილში ეს ენები ევროპულ ენებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. სპეციალისტები ამას იმით ხსნიან, რომ ჩინური და არაბული ენებიდან მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობის წიგნები და სტატიები ითარგმნება.
გარდა ამისა, ინგლისური, გერმანული, ესპანური და სხვა ევროპული ენები ასეულობით სხვა ენის მცოდნეთათვის ერთგვარ საკონტაქტო შუამავლებს წარმოადგენენ.

10850526_10204163130976198_306963761_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები