გამოფენა „UNTOLD STORIES“ გაიხსნება

19 დეკემბერს, 18:00 საათზე, ევროპის სახლში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და კურატორთა ლაბორატორიის ორგანიზებით, გამოფენა „UNTOLD STORIES“ გაიხსნება.
გამოფენა „UNTOLD STORIES“ მომზადებულია „ვიდეო არტ ლაბორატორიის“ინტერდისციპლინური პროექტის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ აკადემიურ კვლევაზე, არამედ სოციალურ ჩართულობაზე, ვიდეო არტის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.
„ვიდეო არტ ლაბორატორია მრავალკომპონენტიანი პროექტია და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს გულისხმობს. პროექტი მოიცავს ქართული ვიდეო არტის გამოფენას „Untold Stories“, ვებგვერდის შექმნას, პუბლიკაციას, ლექციებს, ვორქშოფებს არტისტებისა და არტკრიტიკოსების მონაწილეობით. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
გამოფენაში მონაწილეობენ: თემო ჯავახი, კოკა რამიშვილი, კოკა ცხვედიანი, კოკა ვაშაკიძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლევან ჭოღოშვილი, მაია სუმბაძე, ილიკო ზაუტაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, კოტე სულაბერიძე. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. პროექტის პარტნიორია – ევროპის სახლი. გამოფენა 29 დეკემბერამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები