კონკურსი – ჩვენ თვითონ შევქმნათ საახალწლო ნაძვის ხე, გავუფრთხილდეთ ტყეებს! (ფოტოკოლაჟი)

თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტს და თსუ ეკო კლუბს გამოცხადებული ჰქონდათ კონკურსი – „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო. კონკურსის მიზანი იყო – შევაჩეროთ ტყეების განადგურება, ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრა, საახალწლოდ კი ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა წავახალისოთ.
პროექტი სამ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი 1 დეკემბერს დაიწყო და 15 დეკემბრს დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებს უნდა დაემზადებინათ ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან. მაგალითად, გამოეყენებინათ მაკულატურა, პოლიეთილენი, მეტალი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა მასალა, გარდა ნაძვის ხის ტოტებისა. შესაძლებელი იყო, მხოლოდ ღეროსათვის ხის ჯოხის გამოყენება.
ასე შექმნილი ნაძვის ხეების ამსახველი ფოტოსურათები (3 ფოტო) უნდა გაეგზავნათ ელექტრონულ მისამართზე: tsuecoclub@gmail.com ან facebook გვერდზე Tsu Eco Club.
მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან შერჩეული ნაშრომები 18 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში გამოიფინა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოდან შერჩეული ნაშრომები – 19 დეკემბერს, ქალაქ თბილისში.
მესამე ეტაპი 25 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში ჩატარდება, სადაც საუკეთესო ნამუშევრებს პრიზები გადაეცემათ.
კონკურსი განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ხელშეწყობით გაიმართა.

1921904_860071380681512_1954428444993449291_n 10313716_860071344014849_2827150617236424969_n 10385500_860071764014807_1741133152537616356_n 10689798_860071314014852_7079694146099301257_n 10846286_860071567348160_9204376576292935163_n 10850301_860072027348114_1272843009353976756_n 10857748_860071464014837_549336445047704719_n 10858477_860071677348149_385433294558917889_n 10868109_860071504014833_4540499331158091272_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები