„სასტიკი თეატრის დღეები“ გაიმართება

21-24 დეკემბერს თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, სამეფო უბნის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობრივი ორგანიზებით აქტუალური დრამის ფესტივალი – „სასტიკი თეატრის დღეები“ გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პიესები, რომლებიც თანამედროვე სამყაროს სისასტიკეს მოურიდებლად და დოკუმენტური სიზუსტით ასახავს. სარა კეინი, დენის კელი, დევიდ ჰაროუერი – პროგრამა მთლიანად შედგება იმ ავტორების პიესებისაგან, რომელთა სახელებიც პირველად გახმაურდება ქართულ სცენაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სცენებზე ეს ავტორებიც და მათი დადგმები უკვე იხილა საზოგადოებამ და თანამედროვე კლასიკოსებად აღიარა. „თეატრი ყოველთვის იყო საზოგადოებაში დაგროვილ პრობლემურ საკითხებზე რეაგირების სივრცე. ფესტივალის მთავარი მიზანიც აქტუალური ქართული დრამის პოპულარიზაციაა. მნიშვნელოვანია, ქართულმა თეატრმა აითვისოს თანამედროვე დრამატურგიული მასალა, რათა დაუბრუნოს თეატრს პირვანდელი ფუნქცია, რომელიც ოდითგანვე სისასტიკისა და უსამართლობის მხილება იყო. პიესების უმრავლესობაც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზს წარმოადგენს“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები