სობჩაკი რუბლის ვარდნაზე: ივლით ვირებით და იმუშავებთ საკვების გამო
რუსმა ტელევარსკვლავმა ქსენია სობჩაკმა თავის ფოტობლოგზე „დღის ფოტო“ გამოაქვეყნა და რუბლის დაცემასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. სობჩაკმა ისაუბრა, თუ როგორ ჩაასხამს მომავალში თავის ავტომობილში უხარისხო საწვავს იმ დროს, როცა სხვა რუსები სულაც ვირებით ივლიან.
„ყველას ისეთი პანიკა აქვს, არადა არაფერი საშინელი არ მოხდება. უბრალოდ ნელ–ნელა, მაგრამ ჭეშმარიტად ჩვენ გავხდებით კუბა თოვლში. მე ძველებურად ვივლი საკუთარი A8–ით, მაგრამ უვარგის ბენზინს ჩავასხამ, ნაწილებს „ჟიგულიდან“ გადმოვიტან, მილებს გამოვცვლი, რომ ბოლვა შეეძლოს. მაგრამ სამსახურში ურიკებზე, ვირებზე და ძველ ველოსიპედ „იუნოსტით“ მიმავალების ფონზე მე ძველებურად მაგარი ვიქნები. გაიხსენეთ ეს ფოტოები რეტრომობლებით, დიახ–დიახ !“ – დაწერა ჟურნალისტმა.
რუბლის კიდევ უფრო დაცემის შემთხვევაში ქსენიამ თავისი გარდერობიც მოიფიქრა:
„დიახ, მე ძველებურად მოდურად ჩავიცვამ. საყვარელი ქურთუკი სამი წლის შემდეგ გახუნდება, ბეწვი, რა თქმა უნდა, ჩრჩილისგან იქნება შეჭმული, მაგრამ სახლის მოსამსახურე მზრუნველად ამოკერავს ორიოდე ნახვრეტს მხარზე. დიახ, დიახ, სახლის მოსამსახურეები ქვეყანაში კიდევ დარჩებიან, უბრალოდ იმუშავებენ საჭმელზე, ეს მაინც უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე რუბლი… საწყენია მხოლოდ, რომ ჩვენთან ისეთივე სითბო არ იქნება, როგორც კუბაზე. მოგვიწევს მთელი ზამთრისთვის შეშის მომარაგება“, – წერს ტელეწამყვანი.