ელენე რაქვიაშვლის მულტიმედია – პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
12 და 13 დეკემბერს 20:00 საათზე, არტ კაფე „პუნქტუმში“ ელენე რაქვიაშვლის მულტიმედია – პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი „მარტივი ხედვა“ ლაბირინთის თემის ახალ გააზრებას გვთავაზობს. ეს არის ერთგვარი არტინსტრუქცია გზამკვლევის ფუნქციით, – არტისტი ცხოვრებისეული გზისა და მის სირთულეების მარადიულ მეტაფორას მწვანე ნეონის ინსტალაციით აჩვენებს. პროექტი მასშტაბურია და მისი რეალიზებული ვერსია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის საინტერესო ვერსიას შექმნის. ელენე რაქვიაშვილი პროექტის შესახებ თვითონ გიამბობთ არტ კაფე „პუნქტუმში“.