ფოლკლორის ცენტრი შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თემასთან დაკავშირებით 12:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თექის ნამუშევრები, ნაჭრის თოჯინები, საახალწლო ნაძვის ხეები, საახალწლო მოსართავები და სხვადასხვა აქსესუარი. გამოფენაში მონაწილეობენ კავშირის, „ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ ბენეფიციარები.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.
გამოფენის შემდეგ, 13:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრი უმასპინძლებს კამილიელთა (შშმ პირთა) დღის ცენტრისა და სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას. სტუმართათვის კონცერტს გამართავენ ბავშვთა ფოლკლორული კოლექტივი „ფერხისა“, ფოლკლორული ანსამბლები „ბასიანი“ და „იალონი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები