საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

17 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს სოლიდარობის ფონდი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის New York Voices- ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ, საახალწლო საქველმოქმედო საღამოს. დირიჟორი ვახტანგ კახიძე.
საახალწლო საღამოზე New York Voices-ის მიერ სპეციალურად ამ საქველმოქმედო კონცერტისთვის არანჟირებული ცნობილი საახალწლო კომპოზიციები შესრულდება. გრემის ჯილდოს მფლობელი New York Voices – ისა და მუსიკალური ცენტრის მიერ ჩატარებული ერთობლივი კონცერტი საქველმოქმედოა – შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას. 16 დეკემბერს მუსიკალურ ცენტრში New York Voices-ი ქართველი მუსიკოსებისთვის ჩაატარებს „მასტერ კლასს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები