პოროშენკო უკრაინაში მებრძოლ ქართველებს უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ATO–ს ზონაში უკრაინელთა მხარეს იბრძვიან, უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში ახალი მთავრობის ფორმირების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებზე განაცხადა.
„იმ ბელორუსების, რუსების, ქართველების სახელით, რომლებიც იარაღით ხელში უკრაინის სახელმწიფოს ღირსებას და დამოუკიდებლობას იცავდნენ, მე მიმართვა მივიღე. დაპირების თანახმად, მე მათთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას ხელს მოვაწერ. მათ გაიარეს ეს გამოცდა“, – განაცხადა პოროშენკომ.